დარღვევები საარჩევნო უბნებზე

02 ოქტომბერი 2021, 12:49 588 ნახვა

ბათუმის 44-ე უბანზე, მოქალაქემ დამკვირვებელს მობილური ტელეფონი წაართვა. საია-ს წარმომადგენლის ინფორმაციით, ის უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდო აგიტაციის, ფაქტის დაფიქსირებას ცდილობდა, რა დროსაც ტელეფონი წაართვეს და ცემით დაემუქრნენ.

დამკვირვებელმა მოგვიანებით პოლიცია გამოიძახა. ამბობს, რომ მის მიერ გადაღებულ მასალაშიც შეუძლიათ მოქალაქის იდენტიფიცირება. პოლიციის წარმომადგენლებმა ის გამოკითხეს და ტერიტორია დატოვეს.

დაიწყო თუ არა გამოძიება ჯერ უცნობია, პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ველოდებით.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში