ხმა მივეცი სიმშვიდეს, სტაბილურობას, ქალაქის განვითარებას - კახა კალაძე

02 ოქტომბერი 2021, 11:39 735 ნახვა

საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი.

კახა კალაძის განცხადებით, ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა.

„ხმა მივეცი სიმშვიდეს, სტაბილურობას, მშვიდობას, ქალაქის სტაბილურ განვითარებას, აღმშენებლობას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში. შესაბამისად, ამ ყველაფრის გაკეთება ერთადერთ პარტიას შეუძლია, ეს არის „ქართულ ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, შესაბამისად, ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა“, - განაცხადა კალაძემ.

მან დღეს კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც.

„მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და შესაბამისად მოუწევს ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგება.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა შესაბამის სამსახურს - უშიშროების სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ თანამშრომელს... მართლაც, უმაღლეს დონეზე იყო ყველაფერი გაკეთებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში