ბათუმში ''ტვ პირველის'' გადამღებ ჯგუფს აპარატურა სამარშუტო ტაქსიში ჩაუკეტეს

02 ოქტომბერი 2021, 11:31 1505 ნახვა

ბათუმის #64 საარჩევნო უბანზე ''ტვ პირველის'' ჯგუფის აპარატურა სამარშრუტო ტაქსში ჩაკეტეს.

ჟურნალისტ თამთა დოლენჯაშვილის თქმით, ის მოქალაქეებს ესაუბრებოდა, რომლებსაც სიები ჰქონდათ და  მიკროავტობუსში იმყოფებოდნენ. 

მოგვიანებით სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ადგილი დატოვა, აპარატურა კი მანქანაში ჩაკეტილი აღმოჩნდა.

რამდენიმე წუთში საარჩევნო უბანთან სამართალდამცველები მივიდნენ. რამდენიმე პირი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. როგორც თამთა დოლენჯაშვილმა განაცხადა, მას აპარატურა დაუბრუნეს. 

ტელეკომპანიის ჟურნალისტის განცხადებით, სამარშრუტო ტაქსიში „ქართული ოცნების“ აგიტატორები ისხდნენ. მიკროატობუსი კი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო გაჩერებული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი