აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ საკუთარი არჩევანი 49-ე უბანზე დააფიქსირა

02 ოქტომბერი 2021, 11:26 667 ნახვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ თავისი არჩევანი ბათუმის 49-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა. თვითმმართველობის არჩევნებზე ის მეუღლესთან ერთად მივიდა.

"შევასრულე ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა და ხმა მივეცი იმ პოლიტიკურ ძალას და იმ კანდიდატს, ვისაც, ჩემი აზრით, აქვს შესაძლებლობა, უნარი, გამოცდილება და მკაფიო გეგმები იმისათვის, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი, ქალაქი ბათუმი, კიდევ უფრო გალამაზდეს და გაძლიერდეს, როგორც ეკონომიკური, ისე სხვა თვალსაზრისით. იმედი მაქვს, არჩევნები ჩაივლის მშვიდ ვითარებაში და საქართველოს ყველა მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში გააკეთოს თავისი არჩევანი", - განაცხადა დავით გაბაიძემ მედიის წარმომადგენლებთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი