საქართველოში კორონავირუსის 1 826 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 795 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ქვეყანაში ჩატარდა 51 248 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 405, „პისიარ“ ტესტით – 18 843.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,56%, ბოლო 14 დღის – 5,49%, ბოლო 7 დღის – 4,93%.