საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად - ცესკო

02 ოქტომბერი 2021, 09:11 871 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზადაა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაატაროს.

"მისივე განმარტებით უბნები გაიხსნა დილის 7 საათზე, უბნებზე სრულადაა დაცული უსაფრთხოების წესები და ამ დროზე მიმდინარეობს კენჭისყრის პროცედურა.

​ამომრჩეველმა უბანზე მისვლისას უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი. ის არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებული იქნება ეკეთოს პირბადე, თუ მას პირბადე არ ეკეთება, კომისია მას პირბადით უზრუნველყოფს.

ამომრჩეველს უბანზე მისვლისას 2-ჯერ მცირე დროით მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირების მიზნით, თუ ამომრჩეველი არ მოიხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა ბიულეტენი.

თერმოსკრინინგის პროცედურას გაივლიან უბანზე ხანგრძლივი პერიოდით მყოფი უფლებამოსილი პირები – კომისიის წევრები, დამკვირვებლები, სუბიექტის წარმომადგენლები, მედია, რათა კენჭისყრის დღეს, ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხები იყოს მაქსიმალურად დაცული.

საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ამომრჩეველს ინდივიდუალურ კალამს შესთავაზებს. ამ კალამს ამომრჩევლები მიიღებენ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალამს განათავსებს სპეციალურ კონტეინერში“, – აცხადებენ ცესკო-ში.

კომისიის ცნობით, არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3 664 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი ცხრა უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 70 სპეციალური უბანი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345-ს შეადგენს. მათ შორის სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების რაოდენობა 6 045, გადასატანი ყუთით კი 74 550 ამომრჩეველი ისარგებლებს.

ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი