გამოძიება დაადგენს, რა იყო კანონის ფარგლებში განხორციელებული მოსმენები, რა არის ფაბრიკაცია - პრემიერი

30 სექტემბერი 2021, 12:14 932 ნახვა

გამოძიება დაადგენს, რა იყო კანონის ფარგლებში განხორციელებული მოსმენები, რა არის ფაბრიკაცია და ამის შემდეგ, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელს ქვეყნისა და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი. მე მინდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, მათი პატრიოტიზმისთვის და მათი სამსახურისთვის ჩვენი ქვეყნისადმი. მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ როდესაც საქმე ეხება ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, როგორც არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას, მათ სიმშვიდეს, პატივი უნდა ვცეთ და მადლობა უნდა გადავუხადოთ მათ.

მეორე, ბუნებრივია გამოძიება დაადგენს, მოახდენს იდენტიფიცირებას, რა იყო აქედან შესაძლოა კანონიერი, კანონის ფარგლებში განხორციელებული მოსმენები და რა არის ფაბრიკაცია და ამის შემდეგ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი