ევროპარლამენტარის განცხადება და შეფასებები

29 სექტემბერი 2021, 14:51 608 ნახვა

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღით ადრე ევროპარლამენტარი საქართველოზე განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ აქტორებს მოუწოდებს, დადონ პირობა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს აღიარებენ. მარინა კალიურანდის განცხადებით, ეს საჭიროა საქართველოს დემოკრატიული იმიჯის გასამყარებლად, რადგან ქვეყანა ძალიან პოლარიზებულია. ევროპარლამენტარის მესიჯს ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მათი მიზანი სტაბილურობის შექმნაა და ევროპარლამენტარის განცხადებას იზიარებენ იმის თაობაზე, რომ პროვოკაცია არცერთმა მხარემ არ უნდა მოაწყოს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი