სამწუხაროა, რომ სააკაშვილმა არ აირჩია სარფიდან შემოსვლა, იქ უფრო კარგად დავხვდებოდით - თორნიკე რიჟვაძე 

28 სექტემბერი 2021, 21:40 9455 ნახვა

სამწუხაროა, რომ სააკაშვილმა არ აირჩია სარფიდან შემოსვლა, იქ უფრო კარგად დავხვდებოდით, - ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ის არჩევნების დღეს საქართველოში დაბრუნდება.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ ქართულ ციხეში მოხვდება.

"ეს არის წინასაარჩევნო ბლეფი და ამ სუბიექტს არასდროს არ ჰყოფნიდა არც ვაჟკაცობა, არც გამბედაობა, რომ ჩამოსულიყო. თუმცა, თუ საოცრება მოხდა, როგორც უკვე დავპირდით, ის პირდაპირ მოხვდება ქართულ ციხეში. სამწუხაროა, რომ არ აირჩია სარფიდან შემოსვლა, იქ კიდევ უფრო კარგად დავხვდებოდით. თქვენ იცით, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ვაქცინაციასაც ძალიან აქტიურად ვახორციელებთ. როგორც ვიცი, მეორე აცრა სჭირდება და აიცრება კიდეც", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის საღამოსთვის საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთი აიღო და ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში