საქართველოს პრეზიდენტმა დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა

27 სექტემბერი 2021, 22:20 3218 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საზღვარგარეთ ქართული დიასპორის  წარმომადგენელი, მოდის დიზაინერი, მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა. 

"დემნა, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთვის ღირსების მედლის გამოცემა. დღეს ჩვენ ვიხსენებთ სოხუმის დაცემის დღეს, რომელიც გლოვის დღეა საქართველოსთვის, თუმცა თქვენთვის ამ ჯილდოს გადმოცემა ნიშნავს, რომ სადღაც ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ. დემნა გვასალია არის მაგალითი შემოქმედი ქართველების მომავალი თაობისთვის“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტმა დემნა გვასალიას საქართველოს სახელმწიფო ჯილდო მოდის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისა და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის გადასცა. დაჯილდოების ცერემონია კი მოდის სახლ "'Balenciaga"-ში გაიმართა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი