შეხვედრა ერგნეთში

27 სექტემბერი 2021, 17:49 861 ნახვა

ომის შედეგები, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, საქართველოს მოქალაქეების გატაცებები და სხვადასხვა უკანონო ქმედებაა განხილვის თემა ერგნეთში, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 102-ე შეხვედრა მიმდინარეობს. დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მედიას უთხრა, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებსა და მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე. მიმდინარე წლის განმავლობაში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს 33 მოქალაქე. ერგნეთის შეხვედრის წინ ცნობილი გახდა, რომ 14 აგვისტოდან უკანონო პატიმრობაში იმყოფება საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქე გელა გოჭოშვილი.

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი