სარფში დიდი ოდენობით ოკანონო ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

27 სექტემბერი 2021, 17:25 632 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ოქროს ნაკეთობებისა და არადეკლარირებული საქონლის ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.

უწყების განცხადებით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის ს.გ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 36 778 ლარის ღირებულების, ოქროს საიუველირო ნაკეთობები (წონა 297,13 გრამი) გამოვლინდა.

მათივე ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში