მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 232 მილიონს გადააჭარბა. კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.76 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 209 მილიონს აჭარბებს. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი, შემდეგ მოდის ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.