''თალიბანი“ ავიაკომპანიებს საერთაშორისო რეისების განახლებისკენ მოუწოდებს

26 სექტემბერი 2021, 18:15 1446 ნახვა

ავღანეთში ''თალიბანის“ ახალი ხელისუფლება ავიაკომპანიებს საერთაშორისო ფრენების აღდგენის მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.

,,თალიბანის“ ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ისინი სრული კოოპერაციისთვის მზად არიან და ქაბულის აეროპორტთან დაკავშირებული პრობლემებიც აღმოფხვრილია.საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ფრენების შეჩერებამ უამრავი ავღანელი საზღვარს მიღმა დატოვა. მისი თქმით, პრობლემები შეექმნათ ასევე სასწავლებლად და სამუშაოდ წამსვლელ ადამიანებსაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში