არასრულწლოვნები ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობისთვის, შესაძლოა, აღარ დაჯარიმდნენ

26 სექტემბერი 2021, 12:20 21716 ნახვა

არასრულწლოვნები ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობისთვის შესაძლოა, აღარ დაჯარიმდნენ. მოქალაქეების საკანონმდებლო წინადადებას მხარი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უკვე დაუჭირა. ეს წინადადება ავტოსატრანსპორტო საშუალებით უბილეთოდ მგზავრობისას არასრულწლოვნების მიმართ რეგულაციების მოწესრიგებას ეხება. როგორც სხდომაზე აღინიშნა, საკანონმდებლო წინადადებას კომიტეტი კანონპროექტის სახეს მისცემს და შესაბამის ცვლილებაზე დეპუტატები კომიტეტის სხდომებზე იმსჯელებენ.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად „16 წლამდე ასაკის მგზავრის უბილეთო გადაადგილებამ არ უნდა გამოიწვიოს მისი დაჯარიმება და უფლება უნდა მიეცეს დაასრულოს მგზავრობა, ხოლო კონტროლის განმახორციელებელ მოქალაქეს აეკრძალოს მისი სატრანსპორტო საშუალებიდან გაძევება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში