კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვი კვლავ მაღალია. ბოლო დღე-ღამეში ვირუსს 38 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 1 597-ით გაიზარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.65% -შეადგენს. ვირუსი ბოლო 24 საათში 1 189 ადამიანმა დაამარცხა.
რაც შეეხება აჭარაში არსებულ ვითარებას. ინფიცირების 84 ახალი შემთხვევა გვაქვს, გარდაიცვალა 3 პაციენტი. კრიტიკულად იმყოფება 14 ადამიანი.
ბოლო 24 საათში 13 580 ადამიანი აიცრა. რამდენიმე დღეა, აცრის საშუალო დღიური მაჩვენებელი კი 12-14 ათასის ფარგლებშია.