სტიქიის შედეგები ქობულეთში

25 სექტემბერი 2021, 15:15 942 ნახვა

ამ დრომდე წმენდენ ქობულეთში დამეწყრილ ტერიტორიებს. უხვი ნალექის შედეგად  პრობლემა რჩება სოფელ  ჭახათში და დაგვაში, სადაც შიდა სასოფლო გზები მძიმე ტექნიკის დახმარებით იწმინდება. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ცენტრალურ საავტომობილო გზებზე გადაადგილება შეზღუდული არ არის. 

მოსული უხვი ნალექის გამო ქობულეთის ტერიტორიაზე ათობით სახლი დაიტბორა, მოქალაქეებს დაუზიანდათ საყოფაცხოვრებო ნივთები. მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ  ცხელ ხაზზე დახმარების თხოვნით, 22 სექტემბრიდან ამ დრომდე 169 შეტყობინება შევიდა, შეტყობინებები ძირითადად სოფლებში მეწყრულ პროცესებს უკავშირდებოდა.

ბოლო მონაცემებით, უსაფრთხო ადგილას გაყვანილია 15 ოჯახი.  ამ დრომდე უცნობია თუ რა რაოდენობის ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტს,  ზარალის ოდენობას მერიაში შექმნილი სტიქიის შემსწავლელი კომისია ითვლის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი