პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე 2017 წელს დაგეგმილი ცვლილებები დაანონსა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017 წლიდან საქართველოში აიკრძალება ონლაინ სესხები, დოლარში აღებული სესხები დაანგარიშდება 2.30 კურსით, თამბაქოს ნაწარმი გაძვირდება, გაიზრდება მასწავლებლების ხელფასი, მცირე და საშუალო სესხები კი მხოლოდ ლარში გაიცემა - ეს ცვლილებების მცირე ჩამონათვალია.