გერმანია საპარლამენტო არჩევნების მოლოდინში

24 სექტემბერი 2021, 15:32 962 ნახვა

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე პარტიების პოტენციური გამარჯვების გამო გერმანელ მილიონერებს თავიანთი აქტივები შვეიცარიაში გადააქვთ. ამის შესახებ სააგენტო როიტერი წერს. თუ ქვეყნის ხელისუფლებაში მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატები, მემარცხენეები და მწვანეები მოვლენ,  პოლიტიკურ დღის წესრიგში შესაძლოა სიმდიდრეზე გადასახადის განმეორებითი დაწესებისა და  მემკვიდრეობაზე გადასახადის გამკაცრების საკითხები  დადგეს.  ამ სიტუაციის გამო მსხვილ ბიზნესმენთა ოჯახები ძალიან შეშფოთებუები არიან-ამბობს  შვეიცარიაში დასაქმებული ერთ-ერთი გერმანელი იურისტი.  შვეიცარიას ყველაზე მეტი რაოდენობის ოფშორული აქტივები აქვს,  2020 წელს მისი შემოდინება მსხვილი ბანკების სასარგებლოდ გაიზარდა. შვეიცარიის პოლიტიკური სტაბილურობა განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და იმ  საფრთხის ფონზე, რომელიც  კოვიდ-19-ის პანდემიის ეკონომიკურ შედეგებს უკავშირდება-წერს ბრიტანული სააგენტო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში