ელჩებთან საუბარი იყო საარჩევნო გარემოზე, ჩანაწერების საკითხი არ განხილულა - ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2021, 15:22 912 ნახვა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ელჩებს გააცნეს ხედვა წინასაარჩევნო გარემოს შესახებ, შარლ მიშელის დოკუმენტსა და ჩანაწერებზე საუბარი არ ყოფილა.

ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრა მხოლოდ საარჩევნო საკითხებს ეხებოდა.

„დღეს შევხვდით ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს. ეს არის შეხვედრა, რომელიც იმართება ყოველი არჩევნების წინ, სადაც პარტიებს აქვთ საშუალება, რომ ელჩებს მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ ინფორმაცია, ხედვა გააცნონ.  ამის შემდეგ ელჩებსაც აქვთ საშუალებას, დასვან კითხვები. ჩვენ თავიდანვე გვითხრეს, რომ შეხვედრის დეტალებზე გარეთ საუბარი არ ყოფილიყო. ზოგადად, ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვა და ინფორმაცია ელჩებს წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით და დაისვა რამდენიმე კითხვა, დაახლოებით სამი-ოთხი'' - განაცხადა კობახიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი