საია:ევროპულ სასამართლოში დავის პროცედურა დაიწყო 

22 სექტემბერი 2021, 18:38 835 ნახვა

ევროპულ სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეებზე დავის პროცედურა დაიწყო. სარჩელით სასამართლოს საიამ მიმართა 22 პირის სახელით.არსებული პროცედურების შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია გაგზავნილ საჩივრებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს  9 დეკემბრამდე უპასუხოს. დამატებით კი, სახელმწიფოს ასევე  ევალება წარადგინოს 20-21 ივნისს აქციის დაშლასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებსაც როგორც მესამე სექტროში აცხადებენ, ამ დრომდე ვერ ეცნობიან დაზარალებულები. რამდენიმე შეკითხვას უნდა უპასუხოს სასამართლოს სახელწმიფომ, მათ შორისაა : ჰქონდა თუ არა პოლიციის მხრიდან არადამიანურ და დამამაცირებელ მოპყრობას ადგილი, რეზინის ტყვიების გამოყენება შეესაბამებოდა თუ არა კანონდმებლობას და რა ეტაპზეა გამოძიება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი