უახლოეს დღეებში იხილავთ გადაწყვეტილებას ამ პროექტთან დაკავშირებით, კონკრეტული ვადებით, საინვესტიციო ვალდებულებებით - თორნიკე რიჟვაძე ხელოვნური კუნძულის პროექტზე

21 სექტემბერი 2021, 17:11 2049 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, რამდენიმე დღის წინ დაანონსებულ, ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობას  კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, კონკრეტული ვადები და საინვესტიციო ვალდებულებები.

მისივე თქმით, ეს იქნება კერძო პროექტი და სახელმწიფო არ აიღებს საკუთარ თავზე არანაირ არაჯეროვან ვალდებულებას.

"თქვენ ძალიან მალე, უახლოეს დღეებში, იხილავთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ამ პროექტთან დაკავშირებით, კონკრეტული ვადებით, საინვესტიციო ვალდებულებებით. ეს არის კერძო პროექტი, რომელსაც განახორციელებს კერძო ინვესტორი და სახელმწიფო არ აიღებს არანაირ არაჯეროვან ან არაპროპორციულ ვალდებულებებს.

მე ყველას ვპირდები, მათ შორის იმ ხალხსაც, ვისაც შეიძლება ეწყინა ეს გადაწვეტილება, ეს არ იქნება ბოლო პროექტი, რომელსაც ჩვენ დავიწყებთ და განვახორციელებთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს.

ყველაფერი იქნება ისე, როგორც კანონმდებლობას, ქალაქის განვითარებას, გენერალურ გეგმას ესაჭიროება. დასრულდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც დაწყებულია და მის საფუძველზე მოხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, თუ რამდენ ფაზად უნდა განვითარდეს ეს პროექტი, თუმცა აუცილებლად განვითარდება.

მერწმუნეთ გვყავს კვალიფიციური იურისტები, მოვძებნით გზას და შესაბამის სამართლებრივ ფორმას, როგორ უნდა განხორციელდეს ეს  ტრანზაქცია კონკრეტულ ინვესტორთან, მაგრამ მე ველი, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო სოლიდარული იქნება ახალ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ჩვენ სკეპტიკოსებისგან განსხვავებით ​ორიენტირებულები ვართ  ყოველდღიური საქმის კეთებაზე"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი