მედიაგარემო არის მრავალფეროვანი, თუმცა „ძლიერ დამოკიდებული ბიზნეს ან პოლიტიკურ ინტერესებზე და ძირითადად ასახავს პოლარიზაციას მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის“ - ეს არის ეუთო-ოდირის შუალედური დასკვნის ერთი ეპიზოდი. აქვე ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო გარემო გამოირჩევა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ღრმა პოლარიზებით.
დოკუმენტში წერია, რომ არსებული ცვლილებები ნაწილობრივ ეხებოდა ოდირი-სა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, „თუმცა, ოდირის რამდენიმე წინა რეკომენდაცია უყურადღებოდ იქნა დატოვებული, მათ შორის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვასთან, საარჩევნო დავის გადაწყვეტასთან და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ მიმართულ ზომებთან დაკავშირებით“.