მეგის ქარდავას ექსტრადირება - შეფასებები

17 სექტემბერი 2021, 18:10 844 ნახვა

მეგის ქარდავას ექსტრადირებას წინასაარჩევნო სატყუარად აფასებენ „ლელოში“. ოპოზიციური პარტიის ლიდერი  ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ მეგის ქარდავა დამნაშავეა და მისი ადგილი ციხეშია, თუმცა წინასაარჩევნოდ მისი   ექსტრადირება სპეკულაციაა ხელისუფლების მხრიდან, რადგან მისი დაკავება და სამართლიანობის აღდგენა ხელისუფლებას გაცილებით ადრეც შეეძლო და ამისთვის 9 წელი ჰქონდა.

ქარდავას დაკავების ფაქტს არ აფასებენ ევროპულ-საქართველოში, თუმცა ამბობენ რომ მათთვის უფრო მნიშვნელოვანი ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა და უკანონო მოსმენების დასრულებაა. 

11 საქმეში ბრალდებული მეგის ქარდავას 9 წლის შემდეგ დაკავებითაც კმაყოფილები არიან „ქართულ ოცნებაში“.  მმართველი გუნდი უარყოფს, რომ ქარდავას დაკავება წინასაარჩევნო პერიოდში სპეციალური გათვლა იყო. ლადო მგალობლიშვილი ამბობს, რომ ექსტრადირება უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტი იყო. მისივე თქმით ქარდავა პოლიტპატიმრის სტატუსს ვერ მიიღებს და პასუხი 9 წლიანი შეფარდებული სასჯელის გარდა სხვა ბრალდებების გამოც უნდა აგოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში