ცნობილ სუბიექტს წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს - წულუკიანი მეგის ქარდავაზე 

17 სექტემბერი 2021, 17:43 176 ნახვა

ცნობილ სუბიექტს წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს - ასე ეხმაურება საქართველოს ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიციას. ამის შესახებ წულუკიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

''მადლობას ვუხდი უკრანელ სამართალდამცველებს, ასევე, უკრაინის მთავრობას, ძალზედ ხანგრძლივი სამართლებრივი პროცესის წარმატებით დასრულებისთვის! საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულთან ბრძოლის საქმეში ალტერნატივა არ აქვს! ცნობილ სუბიექტს კი წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს. ქართული ციხე დღეს ადამიანის უფლებების დაცვის შესანიშნავი მაგალითია!'' - წერს წულუკიანი. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან ექსტრადიცია განხორციელდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი