„ქალის ხმა არჩევნებში“ - პროექტის ფარგლებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ისაუბრეს 2 ოქტომბრის არჩევნებზე და ამ პროცესში ქალების ჩართულობაზე.
იმსჯელეს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ და იმ რეგულაციებზე, რომლებიც პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებას ეხება.
პროექტი „ ქალის ხმა არჩევნებში„ ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.