თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ს ჩინეთთან კონფლიქტი არ სურს. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ პსაკიმ გააკეთა. მისი თქმით, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ გაფორმებული ახალი შეთანხმება, არ არის მიმართული ჩინეთის წინააღმდეგ.
სამი ქვეყნის პარტნიორობა მიზნად ისახავს აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების დაცვას და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას.