ბათუმის ''დინამომ'' თბილისის ''ლოკომოტივი'' 7-3 დაამარცხა

16 სექტემბერი 2021, 20:55 2801 ნახვა

ბათუმის ''დინამომ'' ეროვნული ლიგის 24-ე ტურში უხვგოლიან შეხვედრაში თბილისის ''ლოკომოტივი'' დაამარცხა. ბათუმში გამართული შეხვედრა შავიზღვისპირელებმა 7-3 მოიგეს.

21-ე წუთზე აზაროვის გადაცემის შემდეგ ჯიღაურმა გაიტანა და ''დინამომ'' პირველი ნახევარი მოიგო. მეორე ნახევარში კი ბათუმის სტადიონზე ნამდვილი გოლების წვიმა წამოვიდა.

50-ე წუთზე ბექა დარციმელია ჯარიმიდან გაათანაბრა.

56-ზე კი კირკიტაძის გოლის შემდეგ თბილისელები წინ გავიდნენ. მატჩის მოსაგებად გია გეგუჩაძემ ცვლილებები განახორციელა.

64-ე წუთზე ნავალოვსკიმ შორეული დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

5 წუთში გაფრინდაშვილმა კუთხური ჩააწოდა და თავური დარტყმით ჯიღაურმა ანგარიში 3-2 გახადა. 2 წუთში გაფრინდაშვილმა უკვე ფანცულაიას გაატანინა.

მე-80 წუთზე კი გაფრინდაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან თავადაც გაიტანა და ანგარიში 5-2 გახადა.

84-ე წუთზე ფანცულაიამ დუბლი გაიფორმა, საგოლე გადაცემა ნიქაბაძემ გააკეთა.

3 წუთში ნიქაბაძემ ირაკლი აზაროვს გაატანინა და ''დინამო'' 5 ბურთიანი სხვაობით გავიდა წინ.

89-ე წუთზე კი გავაშელაშვილმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში 7-3 დააფიქსირა.

24 თამაშის შემდეგ ბათუმის ''დინამოს'' 50 ქულა აქვს და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი