საარჩევნო სიაში რეგისტრირებული 683 პირი გარდაცვლილია - სამოქალაქო კომისია

13 სექტემბერი 2021, 14:52 774 ნახვა

სამოქალაქო საარჩევნო კომისიის განცხადებით, 25 მუნიციპალიტეტში საარჩევნო სიაში რეგისტრირებული 683 პირი გარდაცვლილია. მათი თქმით, ეს ხმები შესაძლოა გამოყენებული იქნეს ხელისუფლების სასარგებლოდ — ამბობს გიორგი მჟავანაძე.

კომისიაში ამბობენ, რომ მასშტაბი გაცილებით დიდია, რადგან მათ აღნიშნულზე ინფორმაცია მხოლოდ 25 საშუალო და პატარა ზომის მუნიციპალიტეტისგან მიიღეს.

სამოქალაქო საარჩევნო კომისიის განცხადებით, ასეთი საგანგაშო მაჩვენებელი მიუთითებს არჩევნების პოტენციური გაყალბების მასშტაბზე და მოუწოდებენ საარჩევნო კომისიას, დროულად იმოქმედოს საარჩევნო სიების შესასწორებლად და არჩევნებში ჩართულ ყველა აქტორს, დაინტერესდნენ ამ საკითხით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი