ბათუმის ბულვარში, ამ წუთებში, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, სანაპიროზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. დაჭრილია 33 წლის ქალიც, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაჭრილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
''დილით შემოიყვანეს, 7:55 წუთზე. ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა, აღენიშნებოდა გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე შემავალი ჭრილობა. პაციენტს ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მაინც რჩება საყურადღებოდ. გრძელდება დინამიკაში დაკვირვება და მკურნალობა'' - აცხადებენ კლინიკაში.
![]()
არსებული ინფორმაციით, ქალის დაჭრის შემდეგ მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
სხვა დეტალები, ამ ეტაპისთვის, უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო.