ბობოყვათში პროტესტი განახლდა

12 სექტემბერი 2021, 15:00 1866 ნახვა

ბობოყვათის მოსახლეობა პაუზის შემდეგ პროტესტს ისევ იწყებს. ამბობენ, რომ მიწებს არ დათმობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კომპენსაციებს მოითხოვენ. 150 ოჯახი ქობულეთში, ბობოყვათის ტერიტორიაზე, ზღვასთან ახლოს მდებარე დაახლოებით 30-ჰექტარამდე მიწის ფართობის საკუთრებაში გადაცემას ითხოვს, რადგან, მათი მტკიცებით, არქივში დაცული დოკუმენტებით დგინდება, რომ ეს მიწა მათ წინაპრებს ეკუთვნოდა, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით იყენებდნენ.

ტერიტორია აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. მიწის გასხვისებაზე გამოცხადებული აუქციონი ერთხელ უკვე ჩაიშალა. მოსახლეობა რამდენჯერმე შეხვდა სამინისტროს წარმომადგენლებს, ეკონომიკის მინისტრსაც, თუმცა მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი