ქართველმა ქალმა შეიხს 2 600 000 დოლარი და 4 კილო ოქრო მოპარა

11 სექტემბერი 2021, 15:00 7427 ნახვა

ყველაზე მასშტაბური ქურდობა დაჰუკის ისტორიაში. ქართველმა ქალმა ერაყელ ბიზნესმენს 4 კილოგრამი ოქრო და 2 მილიონ 6 ათასი  დოლარი მოპარა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემა, „რუდავის“ ცნობით, შემთხვევა ერაყის ქურთისტანში, ქალაქ დაჰუკში მოხდა.

პოლიციამ ფულის დიდი ნაწილი და ოქრო პატრონს დაუბრუნა, თუმცა მძარცველი არ დაუკავებიათ, რადგან მან ქურთისტანის ტერიტორია უკვე დატოვა. გავრცელებული ცნობით, ქალმა, რომელიც ადგილობრივი ბიზნესმენის სახლში დამლაგებლად მუშაობდა, სახლის ძარცვა 3 სექტემბერს სამ ადამიანთან ერთად დაგეგმა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ქართველი ქალის გაუჩინარება ქურდობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი იყო.

სამდღიანი ჩხრეკისა და გამოძიების შემდეგ პოლიციამ დაადგინა, რომ ქართველი ქალი იბრაჰიმ ხალილის სასაზღვრო კარიბჭით თურქეთში გაიქცა და თან წაიღო 20 000 აშშ დოლარი. ქართველ ქალთან კავშირის გამო, გამოძიება 20 ეჭვმიტანილთან დაკავშირებით მიმდინარეობს, რომელთაგან სამი უკვე დაკავებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი