აჭარაში ვაქცინაციის პროცესში სოფლის ექიმები ჩაერთვებიან - ჯანდაცვის სამინისტრო 

10 სექტემბერი 2021, 13:59 960 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესში სოფლის ექიმები ჩაერთვებიან და აცრებს ამბულატორიებში ჩაატარებენ.

ჯანდაცვის ცენტრებთან მოშორებულ სოფლებში კი, იმუნიზაციის პროცესს გამსვლელი ბრიგადები განახორციელებენ. 

''ჩვენს რეგიონში ყოველდღიურად ფართოვდება იმუნიზაციის პროცესი. გასვლითი ბრიგადები ორი კვირის განმავლობაში აქტიურად მოძრაობენ მთელს რეგიონში, მუნიციპალიტეტებში. სულ 17-მდე სოფელში 500-ზე მეტი ვაქცინაა ადმინისტრირებული, თუმცა ეს ტემპი არ არის საკმარისი და მიზნად გვაქვს თიოეული სოფლის ამბულატორიის ვაქცინაციაში ჩართვა. პროცესი უკვე დაწყებულია, 60-ვე უბანი შეუერთდება იმუნიზაციის პროცესს და პრაქტიკულად მუნიციპალიტეტები, სოფლების ჩათვლით, უნდა აიცრას სოფლის ექიმის ოპერირების შედეგად.

ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას უფრო მეტი აქტიურობისაკენ. ვალდებულები ვართ  შემოდგომის სეზონს დაბალი რისკებით შევხვდეთ, ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, ისარგებლოთ შესაძლებლობით, მიმართოთ სოფლის ამბულატორიას და ჩაიტაროთ ვაქცინაცია“ - აცხადებს ნინო ნიჟარაძე.

ბოლო მონაცემებით აჭარის რეგიონში ამ დროისთვის ორი დოზით აცრილია 66 550 ადამიანი, მოსახლეობის 24.6 %. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი