ევროპარლამენტი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას გააგზავნის. ამის შესახებ ინფორმაცია ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა „ტვიტერზე" გაავრცელა.
„შესანიშნავი ახალი ამბავი – ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, საქართველოში დაგეგმილ მუნიციპალურ არჩევნებზე საარჩევნო სადამკვირვებლო მისია გააგზავნოს“, – წერს ევროპარლამენტარი.