სოფელ მასაურში მცხოვრები სოციალურად დაუცველი რიჟვაძეები ბინით უზრუნველყოფას წლებია ელოდებიან. 5 წევრიანი ოჯახი ნათესავის ავარიულ სახლშია შეკედლებული. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაციით, იმისათვის, რომ ისინი სახლით უზრუნველყონ საჭირო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ.