გიორგი კირთაძის სასამართლო პროცესი 1 კვირით გადაიდო

09 სექტემბერი 2021, 18:23 1176 ნახვა

,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’  წევრისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის  გიორგი კირთაძის სასამართლო პროცესი 1 კვირით  გადაიდო.  სხდომა დისტანციურ ფორმატში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯუმბერ ბეჟანიძემ ჩაატარა.  პროცესის გადადების მიზეზად მტკიცებულებების ნაკლებობა დასახელდა. ცნობისთვის, 12 ივლისს ბათუმში  მთავრობის სახლთან საპროტეტსო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როცა აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლს  წითელი საღებავი შეასხეს. სწორედ ამის შემდეგ დააკავეს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრი ადმინისტრაციული წესით.  კირთაძის რწმუნებით, დაკავებიდან მხოლოდ 2 თვის შემდეგ ჩაინიშნა სასამართლო პროცესი, თუმცა როგორც განმარტავს, დღემდე არ იცის დაკავების მიზეზი, რადგან ოქმი არ ჩაბარებია. გიორგი კირთაძე  2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში  გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეთანხმებული  ბათუმის მერობის კანდიდატია .

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი