კიევში რუსეთ-უკრაინის მეგობრობის ძეგლი აიღეს, - ინფორმაციას მედია საშუალებები კიევის ქალაქის საკრებულოს დეპუტატ ალინა მიხაილოვაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
”მეგობრობა არ გულისხმობს მკვლელობას, ტყუილს. მეგობრობა, თუკი ოდესმე არსებობდა, დაასრულა სევასტოპოლის, დონეცკის და ლუგანსკის ოკუპაციამ. მომავალში მეგობრობა შეუძლებელია მანამ, სანამ რუსეთი არ დატოვებს უკრაინის მიწას, არ აანაზღაურებს ზარალს და სანამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი უკრაინელ ხალხს ბოდიშს მუხლებზე დაცემული არ მოუხდის“, - წერს მიხაილოვა ფეისბუქზე. ძეგლი მარშალ იაკუბოვსკის ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივ სკვერში 2001 წელს აღმართეს.