ამერიკელმა კონგრესმენებმა წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრიც მოინახულეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ისინი უკვე შეხვდნენ ქვეყნის პრემიერს