საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკელი კონგრესმენები უკვე იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზთან. მათ მოინახულეს წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრიც.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესის დელეგაციის წევრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.