კარლ ჰარცელი საოკუპაციო რეჟიმს ყველა ე.წ გამშვები პუნქტის გახსნისკენ მოუწოდებს

05 სექტემბერი 2021, 12:30 687 ნახვა

ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმს გადაკვეთის ყველა პუნქტის გახსნისკენ მოუწოდებს. ახალგორი 2 წელია, ჩაკეტილია. 2019 წლის 4 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან დამაკავშირებელი პუნქტები დაკეტა და მიზეზად ჩირჩანა-წნელისთან ქართული საგუშაგოს აგება დაასახელა.

ჩაკეტვის შედეგად იქ მცხოვრებ მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება არ აქვს.

იქამდე კი, სანამ პუნქტები ღია იყო, ყოველდღიურად საშუალოდ 400 გადასვლა ხდებოდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზად არის, ხელი შეუწყოს შემდგომ დისკუსიებს ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი