მეწყრის შედეგად დაზარალებული ოჯახი განსახლებას ითხოვს

03 სექტემბერი 2021, 12:27 1209 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ მახოში მცხოვრები ოჯახი განსახლებას ითხოვს. ამბობენ, რომ ყოველი ძლიერი წვიმის დროს სახლთან მეწყერი ჩამოდის და საცხოვრებელს საფრთხეს უქმნის. ​ხინკილაძეები სოციალურად დაუცველები არიან. 

ამჯერად მიწის მასა სახლთან ახლოს ჩამოიშალა. 

სოფელში მცხოვრები მოსახლეობა შიდა-სასოფლოს გზებისა და სანიაღვრე არხების მოწყობას ითხოვს. ამბობენ რომ გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო უხვი ნალექის შედეგად სოფელი იტბორება და გადაადგილებას ვერ ახერხებენ. 

აჭარაში, მეორე დღეა ძლიერი წვიმაა, რის გამოც ხელვაჩაურსა და ქობულეთში, რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში