მიმართვა მოქალაქეებს

26 ნოემბერი 2016, 00:00 3212 ნახვა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მოქალაქეებს აფრთხილებს, არ შეასრულოს იმ საიტის ინსტრუქციები, რომელიც მომხმარებლებს  სთავაზობს შეამოწმონ, დავირუსებულია თუ არა მათი ანგარიში. როგორც აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ვებ-გვერდის მიზანი, დიდი ალბათობით, პირადი საბანკო მონაცემების შეგროვება და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაა. აპარატის ცნობით, მსგავსი სახელწოდების გვერდი ინტერნეტსივრცეში რამდენიმე თვის წინაც გამოჩნდა და მალევე დაიბლოკა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მოქალაქეებს ურჩევს, არ ენდოს ამ და მსგავს ვებ-გვერდებს, რათა არ ჩააგდონ საფრთხეში თავიანთი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება.

ამავე კატეგორიაში