სანაპირო კურორტებზე ხვალ და ზეგ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი 

01 სექტემბერი 2021, 12:27 3461 ნახვა

2 სექტემბრის დილიდან, 3 სექტემბრის საღამომდე დასავლეთ საქართველოში, სანაპირო კურორტებზე და მთიან ზონაში, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი 4-5 ბალი.

გაავდრდება აღმოსავლეთ საქართველოშიც, დასავლეთისგან განსხვავებით ნაკლებად იწვიმებს, მაგრამ იქროლებს ძლიერი ქარი 20-25 მეტრ წამში.

აღნიშნულ პერიოდში (2 და 3 სექტემბერს) არსებობს სტიქიური პროცესების განვითარების მაღალი ალბათობა, იყავით ფრთხილად. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში