ბათუმში, სავაჭრო ცენტრებში განთავსებული ამცრელი პუნქტები გაუქმდა 

01 სექტემბერი 2021, 11:03 20405 ნახვა

ბათუმში, სავაჭრო ცენტრებში განთავსებული ამცრელი პუნქტებმა მუშაობა შეწყვიტეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოლებში მიმართვიანობა ნაკლები იყო, ამიტომ ბრიგადები მოძრავ პუნქტებში გადანაწილდნენ, რომელიც ავტობუსებში მოეწყო. 

მოლებში ამცრელი პუნქტები 27 ივლისიდან ამოქმედდა. მოქალაქეებს „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“ ვაქცინაცია წინასწარი ჯავშნის გარეშე შეეძლოთ. 

„ბათუმი მოლსა“ და „მეტრო სითიში“ ბრიგადები ​დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. 

რაც შეეხება მოძრავ პუნქტებს, ისინი მუშაობას დღეს, 12 საათიდან იწყებენ.  

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი