ოპოზიცია არ იყენებს სარეკლამო ბილბორდებს და ფასიან სარეკლამო დროს, მათ არ დააყენეს კანდიდატები, რომლებსაც გამარჯვების მინიმალური შანსი მაინც ექნებოდათ - ეს მიანიშნებს, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე დღისა და არეულობისთვის ემზადება. განცხადება ქართული ოცნების წევრმა დღეს ბრიფინგზე გააკეთა.
შალვა პაპუაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიზანი ზიზღის გაღვივებით, ისტერიის დათესვით და არეულობით განუყოფელი ძალაუფლების დაბრუნებაა.
''ქართული ოცნების'' ინფორმაციით, გუშინ საღამოს პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. პოლიტსაბჭოს წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებში მუნიციპალიტეტების საკრებულოების პროპორციული სიების შესახებ იმსჯელეს.