აშშ-მა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა დაასრულა

31 აგვისტო 2021, 09:46 747 ნახვა

ქაბულში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლებმა ამერიკელი სამხედროების გასვლა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლით აღნიშნეს.

მოძრაობის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ შედიან თალიბი მებრძოლები ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც აშშ-ის ბოლო სამხედრო თვითმფრინავმა ქაბული დატოვა, რითაც ქვეყანაში 20-წლიანი სამხედრო მისია დასრულდა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომის შედეგად ავღანეთში გარდაიცვალა 2 500-მდე ამერიკელი სამხედრო და დაახლოებით 240 ათასი ავღანელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი