 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            სარაკეტო თავდასხმა ქაბულის აეროპორტზე. ინფორმაციას მედიასაშუალებები თვითმხილველებსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, აეროპორტის მიმართულებით ხუთი რაკეტა ისროლეს, თუმცა ანტისარაკეტო სისტემამ მათი მოგერიება შეძლო. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
თეთრი სახლის განცხადებით, ევაკუაციის პროცესი შეუფერხებლად გრძელდება.
Reuters-ის ცნობით, ევაკუაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე აშშ-ს ძალებმა 114 ათას 400-მდე ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის, უცხო ქვეყნისა და რისკის ქვეშ მყოფი ავღანეთის მოქალაქეები. ევაკუაციის პროცესის ბოლო ვადა 31 აგვისტოა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            