ბათუმში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა

28 აგვისტო 2021, 18:25 1354 ნახვა

კორონავირუსით ბათუმში დედა-შვილი გარდაიცვალა.  ინფიცირებული დედა-შვილი სამედიცინო დაწესებულებაში 30 ივლისს მოათავსეს, ორივე მათგანი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა. პაციენტები ჟანგბადდამოკიდებულები იყვნენ, მკურნალობის ეტაპზე საჭირო გახდა ორივე ინფიცირებულის ინტუბირება, თუმცა ექიმების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. 

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 54 წლის ქალი გუშინ გარდაიცვალა, დღეს კი ლეტალურად დასრულდა მისი 31 წლის შვილის სიცოცხლეც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი