''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა მოქალაქეებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინეს 

27 აგვისტო 2021, 17:44 805 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' მერობის კანდიდატმა დღეს თამარის დასახლებაში ამომრჩეველს ჩაქვის ნაწილის, მახინჯაური, თამარის დასახლებისა და გოროდოკის უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა.

ოპოზიციის სახელით, აღნიშნულ უბნებში თვითმმართველობის არჩევნებზე მანდატის მოსაპოვებლად, ბათუმის საკრებულოს მოქმედი წევრი ნაზი ფუტკარაძე იბრძოლებს.

იგი ამომრჩეველს 2012 წლამდე დაწყებული პროექტების განხორციელებას და მათი პრობლემების მოგვარებაში დახმარებას ჰპირდება.

ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ვინაიდან იგი საკრებულოს მოქმედი წევრია უკეთ იცის რა აწუხებს მოსახლეობას.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი