ფარტომასშტაბიანი წვრთნები შავ ზღვაში. წვრთნებში, რომელიც სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა ჩაატარა, დანაყოფის 100-მდე მოსამსახურე, 3 სადარაჯო ხომალდი და 5 საპატრულო კატარღა მონაწილეობდა.
სწავლება საზღვაო ტაქტიკურ მანევრებს მოიცავდა, მიზანი კი მცურავი საშუალებების კოორდინირებული მუშაობის დახვეწა იყო.